შ.პ.ს. სკოლა ბინულის მისია, ხედვა და ღირებულებები
ჩვენი მისია
სკოლა „ბინულის“ მისიაა, აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნისმოყვარე და
პასუხისმგებლიანი პიროვნება, რომელიც ფლობს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებებს. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ არა მხოლოდ შეიძინოს ცოდნა, არამედ
შეძლოს საკუთარი როლისა და ადგილის პოვნა დინამიკურ, სწრაფად ცვალებად
სამყაროში.
ხედვა
ჩვენი კურსდამთავრებული არის მომავლის ლიდერი — ადამიანი, რომელსაც აქვს
საკუთარი თავის რწმენა, შემოქმედებითი ხედვა და უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, იყოს კონკურენტუნარიანი და ღირსეული
პარტნიორი საზოგადოებაში.
ჩვენი ღირებულებები (სტრატეგიული პრინციპები)
- ინოვაციურობა და განვითარება: ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე. მუდმივად
ვნერგავთ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს, ტექნოლოგიურ
სიახლეებსა და კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებს. ჩვენთვის განათლება
ცოცხალი, მუდმივად განახლებადი პროცესია. - ინკლუზიურობა და თანასწორობა: ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული
მოსწავლის ინდივიდუალიზმი და პოტენციალი დაფასებულია. ჩვენი
პრიორიტეტია ყველა ბავშვისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მათი
უნიკალური ნიჭის აღმოჩენა და განვითარება. - პატრიოტიზმი და კულტურული იდენტობა: ჩვენ ვასწავლით სამშობლოს
სიყვარულს და ტრადიციების პატივისცემას, რაც სხვა კულტურების აღიარების
და დაფასების საფუძველია . - გამჭვირვალობა და ეთიკა: სკოლის მართვისა და შეფასების სისტემა ეფუძნება
ობიექტურობას, პროფესიულ ეთიკასა და მაღალ პასუხისმგებლობას ყველა
ჩართული მხარის წინაშე. - თანამშრომლობა: გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა სკოლის, ოჯახისა
და საზოგადოების ერთობლივი, კონსტრუქციული ძალისხმევით.



