ღირებულებები:
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული პირების
საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
პატრიოტიზმი: სკოლის, ოჯახის, გარემომცველი სამყაროს, სამშობლოს სიყვარული, მოვლა/გაფრთხილება
და სხვა კულტურათა მრავალფეროვნების ღირსეული დაფასება.
ობიექტურობა: სკოლაში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შეფასება და თვითშეფასება,
ხარისხის მართვა, მოსწავლის, მასწავლებლის, სასწავლო პროცესის შეფასება ეფუძნება კანონმდებლობით
დადგენილ სტანდარტებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე
პირების სუბიექტივიზმს.
გამჭირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და
ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის.
უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო
ინტერესებს;
ურთიერთპატივისცემა, გუნდურობა, თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან
თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ
პოზიციებს და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
თანასწორობა: სკოლის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომ ნებისმიერი მიდრეკილების, შესაძლებლობის
თუ ინტერესის მქონე ბავშვი მაქსიმალურად ჩართოს სასწავლო პროცესში, პიროვნული, ფსიქო-ემოციური,
სოციალური, ქცევითი თუ ინტელექტუალური თავისებურების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ
მასწავლებელი იყოს გზამკვლევი, მეგობარი და პირადი მაგალითით ასწავლიდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს
სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება, მიტევება და თანაგანცდა,
დანაშაულის აღიარება და სინანული.
განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე
დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.

სკოლა ბინული ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს სწავლების სამივე საფეხურზე:
➢ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;
➢ საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;
➢ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;
სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით
სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.
განათლების მიღება ხორციელდება ქართულ ენაზე.
სკოლის თავისებურებები:
1. სკოლა ბინულის სასკოლო კურიკულუმი თავსებადია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა
ითვალისწინებს სხვადასხვა საგნების შემოღებას , ცალკეულ საგნებში კვირეული დატვირთვის
ცვლილებას , სასწავლო დღის გახანგრძლივებას , კლუბურ მუშაობას და სხვა დამატებით მომსახურებას
სკოლის მისიისა და ხედვის , პრიორიტეტების გათვალისწინებით , დამატებითი საგნები ძირითადად
ელემენტარულ საფეხურზეა და ემსახურება ადრეული ასაკიდანვე ბავშვის აკადემიური , შემეცნებითი , შემოქმედებითი და სასიცოცხლო უნარების განვითარებას , პროცესში მოსწავლის მიერ საკუთარი
შესაძლებლობების აღმოჩენას და სრულყოფას , მოსწავლის პიროვნულ განვითარებას და გაჯანსაღებას .
2. სასკოლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოსწავლის სულიერი , მორალური და
სამართლებრივი აღზრდის პრინციპებს , რაც ასახულია როგორც საგნობრივ , ასევე სადამრიგებლო
პროგრამებში. სკოლა მნიშვნელოვან საქმიანობად მიიჩნევს დაწყებით საფეხურზე დასახული მიზნების
( პირველი – მეექვსე კლასები ) სასიცოცხლო უნარჩვევად ჩამოყალიბებას , მათ შორის : სწავლის სწავლა ,
პასუხისმგებლობის აღება , ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნება , წიგნიერება , დამოუკიდებლად
პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება , წესების , შინაგანაწესის აღიარება და დაცვა ,
თანამშრომლობისა და ურთიერპატივისცემის ჩამოყალიბება , ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება ,
თვითგადარჩენისა და უსაფრთხო სიცოცხლის უზრუნველყოფა და სხვა .
3. ამ მიზნით ამ საფეხურის მოსწავლეებისათვის სკოლა წარმოადგენს გახანგრძლივებული რეჟიმის
სკოლას , რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის სკოლის წინაშე დასმული ამოცანების ეფექტურად
გადასაწყვეტად, მათ შორის დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების,
კლუბური და წრეობრივი მუშაობისათვის; პროცესი ორგანიზებულია ისე ( კვება , დასვენება ), რომ არ
იწვევს მოსწავლეთა გადაღლას .
4. სასკოლო კურიკულუმის სწავლა-სწავლების მიზანია მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი,
ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება და ფუნქციური უნარების: პრობლემების გადაჭრა,
კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, დროსა და
სივრცეში ორიენტირება, კვლევა, სწავლის სწავლა, ეთიკა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა,
პასუხისმგებლობა, წიგნიერება და მედიაწიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასიცოცხლო უნარ-ჩვევად ფორმირება და მისიაში
გაჟღერებული ღირებულებების ჩამოყალიბება და განვითარება.

დაბრუნება