სკოლის კურთხევა

14.09.2009.

სკოლის დალოცვა

 

 

14 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, სკოლა აკურთხა და პარაკლისი აღასრულა ქვაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა.

საზაფხულო კონფერენცია.

03-07-2009

კონფერენცია

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა თანამშრომელმა, ადმინისტრაციის წევრებმა და მოწვეულმა მშობლებმა.დღის წესრიგი:
1. გასული სასწავლო წლის საქმინობის ანგარიში და ანალიზი;
2. ახალი სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა.

28 მაისს გაიმართა ლიტერატურული საღამო სათაურით, ”ბალღო, ეს არის სამშობლო შენი!”

28.05.2009.

ღონისძიება

 

 

მონაწილეობდნენ V კლასის მოსწავლეები და I კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მაღლაკელიძე. ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კერესელიძე.კოორდინატორი: ინგა სიგუა.

დაიწყო მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში.

პირველკლასელი

27.04.2009.
მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება სკოლისათვის მზაობის დიაგნოსტიკური შემოწმების საფუძველზე (ვარხატოვის ტესტი).
პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
დაბადების მოწმობა (დედანი).
ორი ფოტოსურათი 3X4-ზე.
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მშობელთა პირადობის მოწმობის ქსერო ასლები.
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.
ცნობა მშობელთა საქმიანობის შესახებ.