სიახლეები2021-11-01T00:57:14+04:00

საერო სკოლა „ბინულში“ ვაჟთა შორის კალათბურთის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. მონაწილეობდნენ IX , X და XI კლასების მოსწავლეები. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ X და XI კლასების გუნდები. გაიმარჯვა X კლასის გუნდმა, შემადგენლობა: დათი მოლაშვილი, ვატო მგალობლიშვილი, ლუკა ბერიკაშვილი.

საერო სკოლა „ბინულის“ მოსწავლეთა დარბაზის პრეზიდენტმა დადუ გორგაძემ და კლუბების ხელმძღვანელებმა: ნუცა ჟავანაძემ და ქეთი აბაშიძემ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გააცნეს მოსწავლეთა ქცევისა და ეთიკის კოდექსი.

18.11.2021 გასვლითი ღონისძიება. ჭადრაკში გუნდური პირველობა ჩატარდა ივერიის ღვთისმშობლის სკოლა-გიმნაზიაში. ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა: ელისაბედ ვასაძემ და ეფემია თიკანაძემ ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

🎓🧙 საერო სკოლა “ბინულის” მე-6 ა კლასის ინგლისური ენის პედაგოგმა, ნინო როხვაძემ და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Engish Book Education-ის მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში. 🎓 გათამშება ჩატარდა მთელი საქართელოს მაშტაბით. პედაგოგებს უნდა ჩაეტარებინათ გაკვეთილი ჰელოუინის თემაზე. 🎓მთელი საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ გათამაშებაში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა და მე-6ა კლაის მოსწავლეებმა. 🎁გამარჯვებულ მოსწავლეებს და პედაგოგს გადაეცათ საჩუქრები: ✅წიგნი მასწავლებელს: Jeremy Harmer-ის How to Teach სერიიდან. ინგლისურენოვანი ლიტერატურა კლასის ყველა მოსწავლეს. 🥳 ვულოცავთ [...]

საერო სკოლა ,,ბინულის'' მე-3 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს კომპლექსური დავალება მაკეტი თემაზე: „ფერმა“ (ინგლისური ენის მასწავლებელი, შორენა ხეცურიანი)

საერო სკოლა ,,ბინულის'' მე-2 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს კომპლექსური დავალება ,,ილუსტრირებული ტექსტის შექმნა ტანსაცმლის აღწერის მიზნით'' და შექმნეს თემატური ნახატები (ინგლისური ენის მასწავლებელი, ნინო ჩხაიძე)

საერო სკოლა ,,ბინულის'' მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს კომპლექსური დავალება ,,სიცოცხლის კიბე'' და შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები (ბიოლოგიის მასწავლებელი, მარინა ჭელიძე)

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საერო სკოლა ,,ბინულში'' მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. მე- 4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შექმნის პროცესში განახორციელეს მრავალი საინტერესო აქტივობა და ერთმანეთს გაუზიარეს ორიგინალური ნამუშევრები, შერჩეული ეპიზოდები ა.სულაკაურის ,,სალამურას თავგადასავლიდან''. (ქართული ენის მასწავლებელი, ლელა მანგოშვილი)

🤖სტუმრად ტექნოპარკში ,,Lego robotics” ტურნირზე. მე-6 კლასელების მიერ შექმნილი რობოტები.

ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ვამაყობთ თქვენი შედეგებით. ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ!

საერო სკოლა ,,ბინული” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სკოლაში პირველკლასელთათვის ტრადიციული საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საერო სკოლა ,,ბინულის’’ მეოთხეკლასელებმა ტრადიციულ ,,ლიტერატურულ კაფეზე’’ წაიკითხეს საყვარელი წიგნები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. (ქართული ენის მასწავლებელი, ლელა მანგოშვილი, კლასის დამრიგებლები: თამარ სამბელაშვილი, ლილი გოშაძე) ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე, თამარ მაღრაძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგი გორგაძე.

19 დეკემბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა საერო სკოლა ,,ბინულის" აკადემიური ვოკალური გუნდის საჩვენებელი კონცერტი.

საახალწლო განწყობა საერო სკოლა ,,ბინულში"

მეოთხეკლასელები სტუმრად თბილისის მუსიკალური საკრავების მუზეუმში.

15-16 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მე-6 ეროვნული კონფერენცია ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში''. კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა საერო სკოლა ,,ბინულის'' ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) მასწავლებელმა, ლელა მანგოშვილმა. ვულოცავთ და შედგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

სკოლის უფროსკლასელებსა და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელს შორის ინფორმაციული შეხვედრა მოეწყო.

პროექტი "ისწავლე და ასწავლე" - დღე პირველი - "მეცნიერება სახალისოა".

24 ოქტომბერს თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში. გამარჯვებული IX კლასის გუნდი გახდა

შემოდგომის დღესასწაული მესამე კლასში

თვითმმართველობის სპორტის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კალათბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი. გამარჯვებული გახდა მეათე კლასის გუნდი

ნორჩ მკვლევართა კლუბი ,,ბინული" ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე. 29 სექტემბერი, 2018 წელი

საერო სკოლა ,,ბინულის'' VIII-X კლასების მოსწავლეები მენტორების, დაცვისა და ბრალდების მხარეების ამპლუაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში.